ამბობენ, სტეიკი  და ლუდი ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან.  თუ თქვენც ასე თვლით, მაშინ არც ის გაგიკვირდებათ, რომ ეს წყვილი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და ჩვენს მენიუშიც საპატიო ადგილს იკავებს. 

რატომ სტეიკი და ლუდი?  

  1. ყოველთვის მოიძებნება შესაფერისი ლუდი

 მსუბუქი და მჟავე ელიდან დაწყებული,  ტკბილი სტაუტით დამთავრებული,  მსოფლიოში უამრავი  ლუდის სახეობაა. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის სტეიკს მიირთმევთ, რადგან აუცილებლად იპოვით სასურველ კომბინაციას.

(P.S განსაკუთრებით მაშინ, როცა 9 მთა 90-მდე დასახელების ლუდს გთავაზობთ)

  1. ლუდი ყველა სეზონისთვის!

ლუდის მხარშველების ინოვაციური რეცეპტები განსაკუთრებით სეზონურ ლუდებში ვლინდება.  ზაფხულის ლუდებში გემოებს ძირითადად ციტრუსი, ხოლო ზამთრის ლუდებში სფაისები  განაპირობებს. როცა ასეთი არჩევანი არსებობს, დაგვერწმუნეთ თქვენი სტეიკისთვის შესაბამისი ლუდის შერჩევა არ გაგიჭირდებათ.

  1. ლუდის სიმწარე აბალანსებს სტეიკის ცხიმს

სირლოინი, რიბაი და სხვა სტეიკები ცნობილია თავიანთი წვნიანი და ცხიმოვანი სტრუქტურით.  ეს შეიძლება ზედმეტი აღმოჩნდეს, თუ გვერდით ერთი ჭიქა სვიით გამდიდრებული ლუდი არ გეგულებათ.

სვიიანი ლუდები, მაღალი IBU*-ს შემცველობით. მაგ: IPA, მსუბუქი ელები, სეშენ ლუდი საუკეთესო გზაა სტეიკის მძაფრი გემოების დასაბალანსებლად.  ამ შემთხვევაში, ლუდი ასრულებს არბიტრის ფუნქციას და რეცეპტორებს იცავს ზედმეტი გადატვირთვისგან.

  1. ლუდი ცივია, სტეიკი ცხელი

არაფერი სიამოვნებს გემოს რეცეპტორებს იმაზე მეტად, ვიდრე ცხელი, წვნიანი სტეიკის ნაჭრიდან, ცივი ლუდის ერთ ყლუპზე გადასვლა.

  1. კარბონიზაცია -  ყოველი ახალი დაგემოვნება პირველია.

კარბონიზაცია ასუფთავებს თქვენს რეცეპტორებს თითოეული სტეიკის ნაჭრის მირთმევამდე. სტეიკის ყოველი შემდეგი ნაჭერი ისეთივე არომატული და გემრიელია, როგორიც პირველი გასინჯვისას. თითქოს ყოველი ახალი დაგემოვნება პირველია.  ეს სწორედ ლუდში არსებული კარბონიზაციის დამსახურებაა.

9 მთის მენიუში აღმოაჩენთ რიბაი და T-bone სტეიკებს, რომელთაც ჩვენი სომელიესა და ჩიკაგოს სტეიკის კომპანიის რეკომენდაციებით  შევურჩიეთ  შესაბამისი სტილის ლუდი

სირლოინ სტეიკი - Pale Ale    

ღია ფერის ელი, მისთვის დამახასიათებელი ძლიერი არომატებითა და მშრალი დაბოლოებით, ხილის განსაკუთრებული ტონებით ყველაზე კარგად ერწყმის სირლოინ სტეიკს. 

T-bone სტეიკი - Mars ale

კარამელის არომატითა და ხავერდოვანი ტექსტურით  გამორჩეული მარსელი T-bone სტეიკის საუკეთესო მეგობარია.  შედარებით დაბალ ალკოჰოლური წითელი ელი ჰარმონიულად ერწყმის სტეიკის ყველაზე გემრიელ და არომატულ ნაჭერს.

გელოდებით უგემრიელესი #კრაფტწყვილის დასაგემოვნებლად გ.ტაბიძის #10-ში.

 

წყაროhttps://www.mychicagosteak.com/  

https://www.thekitchn.com/5-reasons-you-should-drink-beer-with-your-steak-240303

IBU - სიმწარის საერთაშორისო მაჩვენებელი

- 9 Mta Team, 2020-06-29