9mta

Berliner Weisse (ბერლინერ ვაისი / ვაისი გერმ. თეთრი)

ბერლინერ ვაისი არის ხორბლის მჟავე ლუდი, რომელშიც სვია ანკლებად იგრძნობა. ხშირ შემთხვევაში ამ სტილის ლუდებში ხმარობენ სხვადასხვა სახის სიროფებს სიმჟავის დააბალანსებლად, თუმცა პრაქტიკაში ხშირად გვხვდება კლასიკური შინაარსის მატარებელი ბერლინერ ვაისები, რომლებშიც სიმჟავე არ არის შეფუთული რაიმე დანამატით და იგრძნობა საკმაოდ მკაფიოდ. როგორც წესი, ამ სტილის ლუდებში ალკოჰოლის შემცველობა არის დაბალი და შეფერილობა გვაქვს ბუნდოვანი (Hazy).

ეს სტილი სათავეს იღებს ჩრდილოეთ გერმანიიდან და თარიღდება დაახლოებით მეთექვსმეტე საუკუნის პირველი ნახევრით. ხშირ შემთხვევაში ბერლინერ ვაისები იხარშება ქერის და ხორბლის კომბინაციით. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ბერლინში ამ სტილის წარმომადგენლები ითვლებოდნენ ყველაზე პოპულარულ ლუდებად და იმდროინდელი ბერლინური ლუდის ინდუსტრია დაახლოებით მოიცავდა 50-მდე სახარშს, რომლებიც აწარმოებდნენ ბერლინერ ვაისებს. სიმჟავეს განაპირობებს ფერმენტიზაციის პროცესი, რასაც კონკრეტულად განვიხილავთ ლამბიქების სტილში.

- 9 Mta Team, 2023-11-02