ჩვენ შესახებ

ზღაპრებში 9 მთა თავგადასავლებითა და ხიფათით სავსე გზასთან ასოცირდება. ამასთან რაღაც სანუკვარი  და მიუწვდომელი სწორედ ამ 9 მთის იქით შეიძლება იყოს. ჩვენი ისტორიაც ასეთ ზღაპარს ჰგავს. ყველა მოგზაურს თავისი გზა აქვს, რომელზეც ადრე თუ გვიან, საკუთარ თავს აუცილებლად აღმოაჩენს. ჩვენთვის ეს გზა ბერგენზე გადიოდა. სწორედ სიახლისა და თავგადასავლების სიყვარულმა მიგვიყვანა თავის დროზე პირველ კათხა კრაფტ ლუდთან. ამას ერთი ყლუპით შეყვარება დავარქვით.

ნორვეგიაში მოგზაურობის, კრაფტ ლუდის მრავალფეროვან კულტურასთან გაცნობისა და Jikiun Kjetil-თან შეხვედრის შემდეგ, ჩვენც, არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად მივხვდით რისი კეთება გვინდოდა ცხოვრებაში- ქართველი ლუდის მოყვარულებისთვის გაგვეზიარებინა მეხსიერებიდან ამოუშლელი გამოცდილება, რაც იქ მივიღეთ. ჩვენ ხომ თავისუფლებისა და ექსპერიმენტების მოყვარული ერი ვართ. კრაფტ ლუდი კი მისთვისაა, ვინც ახალი შეგრძნებების გარეშე ვერ ცხოვრობს.

კრაფტ ლუდის ფილოსოფია

კრაფტ ლუდის ხარშვის თავდაპირველი მიზეზი ლუდის არსებული ბაზრის ერთფეროვნება იყო. პირველმა კრაფტ ლუდის მხარშველებმა ღია ომი გამოუცხადეს ინდუსტრიული ლუდის მწარმოებლებს. ისინი თვლიდნენ, რომ მომხმარებელი იმსახურებდა ნამდვილი ლუდის დაგემოვნებას. სწორედ ეს არის კრაფტ ლუდის ფილოსოფია-  გემო, ხარისხი, ინოვაცია და მრავალფეროვნება.