2017 წელი - "9 მთის" აღმოჩენების გზის დასაწყისი !

ყველა მოგზაურს თავისი გზა აქვს, რომელზეც ადრე თუ გვიან, საკუთარ თავს აუცილებლად აღმოაჩენს. ჩვენთვის ეს გზა ბერგენზე გადიოდა. სწორედ სიახლისა და თავგადასავლების სიყვარულმა მიგვიყვანა თავის დროზე პირველ კათხა კრაფტ ლუდთან. ამას ერთი ყლუპით შეყვარება დავარქვით. მას შემდეგ ბევრი კრაფტი დაილია და ჩვენც ერთხელ ნორვეგიაში აღმოვჩდნით, სადაც კრაფტ ლუდის ფესტივალზე Jikiun Kjetil გავიცანით.

იგი ყოფილი ნორვეგიელი მფრინავია, რომელმაც ერთ დღეს, კრაფტ ლუდის აღმოჩენის შემდეგ, გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის პროფესიაზე და მთლიანად კრაფტ ლუდის ხარშვაზე გადაერთო. სწორედ ნორვეგიაში მოგზაურობის, კრაფტ ლუდის მრავალფეროვან კულტურასთან გაცნობისა და Jikiun Kjetil-თან შეხვედრის შემდეგ, ჩვენც, არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად მივხვდით რისი კეთება გვინდოდა ცხოვრებაში- ქართველი ლუდის მოყვარულებისთვის გაგვეზიარებინა მეხსიერებიდან ამოუშლელი გამოცდილება, რაც იქ მივიღეთ. ჩვენ ხომ თავისუფლებისა და ექსპერიმენტების მოყვარული ერი ვართ. კრაფტ ლუდი კი მისთვისაა, ვინც ახალი შეგრძნებების გარეშე ვერ ცხოვრობს.

მოკლედ, საქართველოში ჭეშმარიტი კრაფტ ლუდის ენერგიით დამუხტულები დავბრუნდით და კრაფტ ლუდის კომპანია გავხსენით. ჩვენი მიზანი ქართულ ბაზარზე კრაფტ ლუდის წარმოების უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დანერგვა და განვითარება  (ამისთვის საკუთარი რეცეპტებით შექმნილი ლუდის პირველი სერია ნორვეგიის ქარხანაში „Haandbryggeriet” ჩამოვასხით, სადაც კრაფტ ლუდის ხარშვის 15 წლიანი გამოცდილება აქვთ)

შევქმენით კრაფტ ლუდი ინდივიდუალურად გამორჩეული ადამიანებისთვის, ვისაც ერთი სურვილი- თითოეული ყლუპისგან რაც შეიძლება დიდი სიამოვნების მიღება აერთიანებს.

ჩვენი ბრენდის ფილოსოფია მისი სახელიდანვე ამოიცნობა, რაც აღმოჩენისკენ და წინაღობების გადალახვისკენ მოუწოდებს.  ზღაპრებში 9 მთა თავგადასავლებითა და ხიფათით სავსე გზასთან ასოცირდება, ამასთან რაღაც სანუკვარი  და მიუწვდომელი, სწორედ ამ 9 მთის იქით შეიძლება იყოს.

9 მთის, როგორც ბრენდის, უმნიშვნელოვანესი ღირებულება თავისუფლებაა.

 

 

 

- 9 Mta Team, 2020-05-25