9mta

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ნამდვილი ლუდის მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენასა და მასში მოგზაურობაში. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ პროექტი - ლუდის კლასი.

ლუდის კლასზე იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებსაც თითოეული ყლუპისგან რაც შეიძლება დიდი სიამოვნების მიღების სურვილი აერთიანებთ. მასტერკლასის თემები შეეხება კრაფტ ლუდის შექმნის ისტორიას, ხარშვის/ფერმენტაციის/დაძველების ტექნოლოგიებს, თითოეულ კლასზე განიხილება კრაფტ ლუდის სხვადასხვა სტილი, მონაწილეები ეცნობიან  მსოფლიოს წამყვანი კრაფტ ლუდის კომპანიებისა და ლუდსახარშების ისტორიებს, მათ მიერ შემოთავაზებულ ინოვაციებს კრაფტ ლუდის ინდუსტრიაში.  პროექტი მოიცავს როგორც ინფორმაციულ, ასევე, დეგუსტაციის ნაწილს.

შემოგვიერთდი, იმოგზაურე კრაფტ ლუდის მრავალფეროვან სამყაროში, გასინჯე კრაფტ ლუდის სხვადასხვა სტილი და აღმოაჩინე შენთვის საუკეთესო!

ლუდის კლასზე დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

#აღმოჩენების_გზაზე

 

- 9 MTA, 2020-04-11